Book cover

ო, ზეციურო მამავ, ჩვენო მეუფევ

საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 18


1. ო, ზეციურო მამავ, ჩვენო მეუფევ, გთხოვთ იესოს სახელით დალოცე აკურთხე პური ჩვენი არსობის, ღვინით სავსე თასი, რომ მუდამ მოგვაგონდეს მსხვერპლის ფასი.

2. ეს წმინდა მსხვერპლშეწირვა ბევრს სრულად არ ესმის, ცოდვების გამოსყიდვა კარს გვიღებს სამოთხის. მუდამ გვემახსოვრება, რაც ქრისტემ იტანჯა. იესოს წმინდა სულმა გაგვაერთიანა.

3. იესო ღმერთის მიერ იყო არჩეული. მოვიდა, რომ აევსო სიყვარულით სული. გამოისყიდა ტანჯვით ცოდვები ხალების, ის არის ჩვენი მხსნელი, ყველა მას ეტრფის.

4. ხსნის წმინდა გეგმის სიბრძნე რა უძირო არის: შერწყმა წმინდა სულის და მოკვდავი სხეულის. ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, ვით ადამიანი, და ჯვარზე აღესრულა ჩვენი მხსნელი.