Auto-scroll is most reliable with MIDI (computer-generated) audio.
Practice
Loading…
ჩემი მხსნელი ცოცხალია
1. „ჩემი მხსნელი ცოცხალია!“მასზე ფიქრი რა ტკბილია!ის ჯვარზე ჩემთვის ეწამა,შემდეგ დიდებულად აღსდგა.ის მაკურთხებს, მას ვუყვარვარ,ის ყოველთვის დაგვიფარავს,მასწავლის და დამეხმარება,სულს დამიამებს მარად ჟამს.
2. ის მაჯილდოვებს სიმდიდრით,წინ მიმიძღვის სიხარულით,ის მამხნევებს და მამშვიდებს,როცა ფიქერები მიტაცებს.უფალი გულს დამიამებს,თვალიდან ცრემლს მომაშორებსის დამიხსნის და ჩემს ირგვლივმშვიდობა დაისადგურებს.
3. ის ცოცხლობს, მას მე ვუყვარვარ,ო, რა ბედნიერი ვარ,ის არის ჩვენი მეუფე,მესია, იესო ქრისტე.დამიხსნის მე სიკვდილისგან,და მრავალი ცოდვებისგან,და ბოლოს, მის წინ წარვსდგებითღირსეული წმინდანი.
4. ის ცოცხლობს, დიდება მის სახელს!ის კვლავ ბევრჯერ გადამარჩენს,რა ტკბილია გაფიქრება:„ჩვენი მხსნელი ცოცხალია!“ის ცოცხლობს, დიდება მის სახელს!ის კვლავ ბევრჯერ გადამარჩენს,რა ტკბილია გაფიქრება:„ჩემი მხსნელი ცოცხალია!“