Auto-scroll is most reliable with MIDI (computer-generated) audio.
Practice
Loading…
მამაო ჩვენო
1. მამაო ჩვენო, შენ მოგმართავ,ვინც ზეციდან გადმოყურებ,როდის მოვა ის დრო, როცაკვლავ შეგხვდები და გიყურებ.მითხარი, ხომ იყო ის დრო,როცა შენს გვერდით ვიყავი,შენ ჩემი მფარველიდა მასწავლებელი იყავი.
2. შენ გამომგზავნე ამქვეყნად,ბრძნული, დიადი მისიით,მეძებნა ცოდვილ მიწაზეუწმინდესი ადგილები.მაგრამ ხშირად მომესმოდაჩურჩული, ხმა შინაგანი:„შენ უცხო ხარ ამქვეყნად,შენი სახლი ზეცით არის!“
3. ზეციერო მამავ ჩემო,შენ მე მასწავლე მაღლიდან,როგორ მოგმართო, მოგიხმო,გასჭირის ჟამს ამქვეყნად.მითხარ, ვინ არის მშობელი,რომელმაც მომცა ცხოვრება,ვინც გამომგზავნა მიწაზემცნებების შესასრულებლად.
4. როცა ბოლოს დავასრულებჩემს დიად საქმიანობას,როცა მოკვდავი სხეულიჩემს წმინდა სულს დაცილდება.გთხოვთ, ზეციურო მშობლებო,ნება დამრთოთ მე, თქვენს შვილს, რომკვლავ თქვენთან ერთად ვიყოზეციურ სახლში ვიცხოვრო.