Page 48
თუ იფიქრე ლოცვაზე
თუ იფიქრე ლოცვაზე
1. სანამ ოთახს დატოვებდი
თუ ილოცე შენ?
ქრისტეს, ჩვენი გამომხსნელის
მფარველობა რომ მიგეღო,
თუ ეცადე შენ?
როგორ ამშვიდებს ლოცვა გულს,
ბნელს შთაბერავს დილის სულს;
და როს სიცოცხლე აღარ გსურს
კვლავ ილოცე შენ.
2. როცა გულში რისხვა გენთო
თუ ილოცე შენ?
თუ იფიქრე, ჩემო ძმაო,
სინანული, პატიება
გიშველიდა შენ?
როგორ ამშვიდებს ლოცვა გულს,
ბნელს შთაბერავს დილის სულს;
და როს სიცოცხლე აღარ გსურს
კვლავ ილოცე შენ.
3. როცა ბედმა გიღალატა
თუ ილოცე შენ?
სევდით იყავ როცა სავსე,
ბალსამონი გალადის
თუ მიიღე შენ?
როგორ ამშვიდებს ლოცვა გულს,
ბნელს შთაბერავს დილის სულს;
და როს სიცოცხლე აღარ გსურს
კვლავ ილოცე შენ.
სიტყვები: მერი ა. პეპერ კიდერი, 1820–1905
მუსიკა: უილიამ ო. პერკინსი, 1831–1902